ცხადდება მიღება თსუ-სა და GIPA-ს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

ახალი ამბები

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივ ორმაგი ხარისხის ინტერდისციპლინურ სამაგისტროპროგრამაზე მიგრაციის მართვაში.

                                                        

მიგარციის მართვის სამაგისტრო პროგარამა შემუშავებულ იქნა ტემპუსის პროექტის: “მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის” ფარგლებში, კონსორციუმში შემავალი 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით.  

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს, ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენის B2დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისაგან).

ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ნინო ფარსადანიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიგრაციის კომპეტენციის ცენტრი; მობ.: 599 65 95 77; nino.parsadanishvili@tsu.ge