მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა - ჩარიცხვის ვადები

ახალი ამბები

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძ. № 90/01-01, 08.06.2016)
•  მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 29 აგვისტო - 2 სექტემბერი;
გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  5 სექტემბერი (9 საათი);
•  გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6  სექტემბერი (18 საათი);
•  გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  7 - 9 სექტემბერი;
•  აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (18 საათი);
•  გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი (9 საათი);
•  გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი (18 საათი);
•  გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 - 14  სექტემბერი;
•  აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15  სექტემბერი (18 საათი);
•  გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
•  ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  16 - 20 სექტემბერი;
•  საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 21 სექტემბერი;
•  ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 22 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

•  განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
•  ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2016 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).