მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა

სამაგისტრო პროგრამა

  1. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: სამაგისტრო პროგრამა მიგრაციის მართვაში (MAMM), Masters Program in Migration Management.
  2. მისანიჭებელი კვალიფიკაციამიგრაციის მეცნიერებათა მაგისტრი, Master of Arts degree in Migration Studies.

III. პროგრამის მოცულობა კრედიტებით120 კრედიტი, სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობა 4 სემესტრი.

  1. სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კურსების კომპონენტებით.

კარიერის პერსპექტივები

 

მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს ღირებულ კომპეტენციებს სწავლებისთვის, დამოუკიდებელი კვლევის წარმართვისთვის და შემდეგ სფეროებში კარიერის განხილვის თვალსაზრისით:

 

  • საჯარო და სამთავრობო სამსახური
  • არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპული ინსტიტუტები
  • პოლიტიკური ორგანიზაციები
  • კონსალტინგური ორგანიზაციები
  • მედია და საინფორმაციო ცენტრები

მიგრაციის მართვის მაგისტრს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

  1. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა: შეფასების ზოგადი წესი

სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულიანი სისტემით;

კრედიტის მისაღებად საჭირო მინიმალურ შეფასებას წარმოადგენს 51 ქულა;

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შემდეგი სქემით:

ქულები

შეფასება

91-100

ფრიადი, A

81-90

ძალიან კარგი, B

71-80

კარგი, C

61-70

დამაკმაყოფილებელი, D

51-60

საკმარისი, E

41-50

ვერ ჩააბარა, FX

0-40

ჩაიჭრა, F

 

სამაგისტრო ნაშრომის შეფასება

სამაგისტრო ნაშრომი ხელმძღვანელის მიერ ფასდება 60 ქულის ფარგლებში შემდეგი კომპონენტების მიხედვით

  • ტექსტის შესაბამისობა სათაურთან (10 ქულა);
  • შესავალი და ნაშრომის სტრუქტურა (10 ქულა);
  • დასკვნა (10 ქულა);
  • საკუთარი აზრი (10 ქულა);
  • აზრის ფორმირების სტილი (10 ქულა);
  • ციტირების ტექნიკა (10 ქულა).

 

ზეპირი დასკვნითი გამოცდა ფასდება 40 ქულის ფარგლებში შემდეგი კომპონენტების მიხედვით

  • კვლევის შედეგების პრეზენტაცია (10 ქულა);
  • აქტუალური პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარი (10 ქულა);
  • სიახლის დასაბუთება (10 ქულა);
  • საკუთარი პოზიციის დაცვა, შეკითხვებზე პასუხი (10 ქულა);

ზეპირი დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება მაგისტრანტის მიერ სულ მცირე 20 ქულის მიღების შემთხვევაში.

  1. პროგრამის სტრუქტურა

სასწავლო გეგმა:

იმისათვის რომ სტუდენტს მიენიჭოს მიგრაციის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მან უნდა დააგროვოს 120 კრედიტი ორი წლის განმავლობაში ოთხ სემესტრზე გადანაწილებით. საიდანაც 66 კრედიტი არის სავალდებულო საგნებისათვის, 24 კრედიტი – არჩევითი საგნებისათვის, მათ შორის 12 კრედიტი – პრაქტიკისთვის,[1] ხოლო დარჩენილი 30 ეთმობა სამაგისტრო ნაშრომს.

სტუდენტებს ეძლევათ არჩევანის თავისუფლება მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასარჩევი კომპონენტებიდან სრულად აიღებენ სასწავლო კურსებს თუ უპირატესობას მიანიჭებენ პრაქტიკულ კომპონენტს ისეთს, როგორციაა საქმიანობა შესაბამის უწებებში.

პროგრამის წარმატებით დაძლევისათვის სავალდებულო 120 კრედიტის მოდულების ჯგუფებს შორის განაწილების სქემა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

საგნის დასახელება

ძირითადი ან არჩევითი

საგნები / კურსები

კრედიტი

კრედიტების განაწილება

             სემესტრი

I

II

III

IV

1.

კვლევის მეთოდოლოგია

 

ძირითადი

6

6

 

 

 

2.

საერთაშორისო ეკონომიკა და მიგრაცია

ძირითადი

6

6

 

 

 

3.

საერთაშორისო საჯარო სამართალი

 

ძირითადი

6

6

 

 

 

4.

თანამედროვე საჯარო მმართველობა

 

ძირითადი

6

6

 

 

 

5.

შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში

 

ძირითადი

6

6

 

 

 

6.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

 

ძირითადი

6

 

6

 

 

7.

მიგრაციის მართვის აქტუალური სამართლებრივი პრობლემები

 

ძირითადი

6

 

6

 

 

8.

ბრძოლა ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

 

ძირითადი

6

 

6

 

 

9.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამართლის როლი მიგრაციის მართვაში

 

ძირითადი

6

 

6

 

 

10.

საერთაშორისო ორგანიზაციები

 

არჩევითი

6

 

6

 

 

11.

ევროკავშირის საგარეო სამიგრაციო პოლიტიკა

 

არჩევითი

6

 

 

6

 

12.

ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვა

 

არჩევითი

6

 

 

6

 

13.

საზღვრის მართვა რეგიონული ხედვა

 

ძირითადი

6

 

 

6

 

14.

ეროვნული უმცირესობების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები

 

არჩევითი

6

 

 

6

 

15.

სტატისტიკა

 

ძირითადი

6

 

6

 

 

16.

პრაქტიკა

არჩევითი

12

 

 

12

 

17.

არჩევითი კურსი სამაგისტრო პროგრამიდან (თავისუფალი კრედიტი)[2]

არჩევითი

6

 

 

6

 

18.

სამაგისტრო ნაშრომი

სავალდებულო

 

 

 

 

30

 

 

[1] პრაქტიკული კომპონენტი მეტწილად განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის ვინც არ არის დასაქმებული სპეციალობით და დაინტერესებულია, რომ მიგრაციის სფეროში დაიგროვოს პრაქტიკული გამოცდილება.  

[2] რამდენადაც პროგრამა ინტერდისციპლინურია, შესაძლოა სტუდენტის კვლევითი ინტერესი დაუკავშირდეს რომელიმე სხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ სასწავლო კურსს. ამ შესაძლებლობის გათვალისწინება ხდება აღნიშნული შეთავაზებით.

 

XIIპროგრამაში მონაწილე პროგრამაში მონაწილე ადამიანური რესურსები: ადმინისტრაცია 5 თანამშრომელი, 16 პროფესორი.

XIII. სამეცნიერო კვლევის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: მიგრაციის კომპეტენციის ცენტრს აქვს ახლად გარემონტებული 252 კვ. მეტრის ფართი, ორი საკლასო ოთახით, საკონფერენციო ოთახით, ბიბლიოთეკით სადაც დაცულია სამეცნიერო ლიტერატურა (1400 ერთეული) და სამი კაბინეტით. სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისათვის ასევე გამოყენებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რესურსები.