საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა

მიგრაციის კომპეტენციის ცენტრი დაარსდა ტემპუსის პროექტის: "მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის" ფარგლებში (TEMPUS 517002).

პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებით მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამების ჩამოყალიბება, მიგრაციის კომპეტენციის ცენტრების დამოუკიდებელ საუნივერსიტეტო სტრუქტურულ ერთეულებად ინტეგრირება საუნივერსიტეტო სივრეცეში და რეგიონული კვლევითი კავშირის შექმნა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიგრაციის სწავლებასთან დაკავშირებით არსებული გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.