2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები

ახალი ამბები

(ბრძ. №110/01-01, 08.06.2017)

•მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 29 აგვისტო - 4 სექტემბერი; 
•გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  6 სექტემბერი; 
•გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7  სექტემბერი 
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  8 - 12 სექტემბერი 
•აპელაციის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი 
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 8 სექტემბერი 
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი 
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 - 14  სექტემბერი 
•აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16  სექტემბერი 
•გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი 
•ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  18 - 20 სექტემბერი 
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი 
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი 
 
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
 
•განცხადება თსუ რექტორის სახელზე; 
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; 
•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2017 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; 
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
•ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.