2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები

ახალი ამბები

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები

•მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 27 აგვისტო - 3 სექტემბერი; •გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი; •გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი; •გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი; •აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი; •გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 5 სექტემბერი; •გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი; •გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7 სექტემბერი; •აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი; •გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი; •გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი; •გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 სექტემბერი; •აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი; •გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 10 სექტემბერი; •ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 14 - 17 სექტემბერი; •საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი; •ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 19 სექტემბერი. თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: • განცხადება თსუ რექტორის სახელზე; •ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; •ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); •პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; •უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული

სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); •ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); •წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); •უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); •სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.