მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა

სამაგისტრო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

  1. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: სამაგისტრო პროგრამა მიგრაციის მართვაში (MAMM), Masters Program in Migration Management.
  2. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მიგრაციის მეცნიერებათა მაგისტრი, MA degree in Migration Studies.

III. პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 კრედიტი, სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობა 4 სემესტრი.

  1. სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კურსების კომპონენტებით.
  2. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მიგრაციის სფეროში სტუდენტის ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების ხელშეწყობა და ამ პროცესში მონაწილეობა, რისთვისაც სტუდენტს უნდა:

ა) შეასწავლოს მიგრაციის სფეროში აქტუალური სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები და მათი თავისებურებანი, დარგის საერთაშორისო სტანდარტები;

ბ) გამოუმუშავოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ანალიზისა და სათანადო კომუნიკაციის უნარები;

გ) გამოუმუშაოს მიგრაციის სფეროში საქმიანობისა და მიღებული ცოდნის განახლების უნარი.

  1. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი (სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით) საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელმაც აგრეთვე უნდა ჩააბაროს ინგლისური ენა B2 დონეზე ან წარმოადგინოს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ჩააბაროს გამოცდა სპეციალობაში.

საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი პროცედურების დაცვით.

 

 

 

 

VII. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს შემდეგი კომპეტენციები:

ცოდნა და გაცნობიერება

უნარები

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

აქვს მიგრაციის სფეროსთან დაკავშირებული ღრმა, სპეციალიზირებული ცოდნა, რაც საშუალებას იძლევა ინტერდისციპლინარული კვლევების კონტექსტში კრიტიკულად გააცნობიეროს ორიგინალური იდეები

უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით აფასებს მიგრაციის სფეროში არსებულ კომპლექსურ პრობლემებს და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს.

მიგრაციის სფეროში უახლოეს მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია რთული ან არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი და ინოვაციური სინთეზი.

აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას გადასცემს მიგრაციის სფეროში საკუთარ სამართლებრივ, ეკონომიკურ თუ სოციალურ–პოლიტიკური ხასიათის დასკვნებსა და არგუმენტაციას;

 

შეუძლია კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური გარემოს მართვა.

აანალიზებს მიგრაციის სფეროში აქტუალურ ღირებულებებს, აფასებს სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შედეგებს, შეუძლია ავტონომიურად სწავლისათვის საჭირო ეფექტური მეთოდების გამოყენება.

 

 

 

 

დასაქმების პერსპექტივები

მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს ღირებულ კომპეტენციებს დარგში სიახლეების ათვისებისა და დამოუკიდებელი დარგობრივი კვლევის წარმართვისთვის, ასევე გამოუმუშავებს უნარებს შემდეგ სფეროებში დასასაქმებლად

  • საჯარო და სამთავრობო სამსახური
  • არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპული ინსტიტუტები
  • პოლიტიკური ორგანიზაციები
  • კონსალტინგური ორგანიზაციები
  • მედია და საინფორმაციო ცენტრები

მიგრაციის მართვის მაგისტრს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სადოქტორო პროგრამებზე როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

 

VIII. სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები:

სწავლის შედეგების მისაღწევად მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა ეფუძნება სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს: ლექცია, სემინარი დისკუსია, გუნდური მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, შემთხვევის ანალიზი, გონებრივი იერიში, იმიტირებული სასამართლო, პრეზენტაციები, ელექტრონული სწავლების მეთოდები.

სასწავლო კურსები არის ინტერაქტიული და ორიენტირებული თეორიასა და პრაქტიკაზე. სწავლის განმავლობაში მაგისტრატურის სტუდენტებს ხშირად უწევთ შემთხვევის ანალიზისა და მრავალპასუხიანი ტესტების კეთება იმისათვის, რომ უკეთ გაერკვნენ განსახილველ საკითხში და შეძლონ ევროპული სტანდარტების პრაქტიკისათვის მისადაგება.

ლექცია-სემინარები წარმოადგენს პროგრამის სწავლების უმთავრეს ფორმატს. სამაგისტრო კურსებზე სტუდენტებს მოეთხოვებათ თეორიული მასალების მომზადება, სხვადასხვა დავალებათა შესრულება - იქნება ეს ტესტები, სავარჯიშოები და ასე შემდეგ. ლექციებზე მათ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ დებატებსა და დისკუსიებში. ერთი კურსის განმავლობაში პროფესორები შესაძლოა იყენებდნენ ძემოთჩმოთვლილ ერთ, რამდენიმე ან ნებისმიერ სხვა მეთოდს სწავლის შედეგების მიღწევის საჭიროებიდან გამომდინარე.

ზოგ შემთხვევებში სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული თემა მოსამზადებლად და აუდიტორიის წინაშე წარსადგენად. პრეზენტაციის მსვლელობისას სტუდენტები ერთვებიან დისკუსიაში, სვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს და იღებენ პასუხებს პრეზენტატორი სტუდენტისაგან, ცალსახა პასუხის არარსებობის შემთხვევაში სტუდენტები მსჯელობის გზით მიდიან გარკვეულ დასკვნებამდე. პრეზენტაციის გაკეთებამდე სტუდენტები წერილობითი ფორმით ამზადებენ მოკლე მიმოხილვას იმისა, რაზეც უნდა წარიმართოს დისკუსია. მიმოხილვა მოიცავს დისკუსიის მთავარ საკითხს, მათ აღმოჩენებსა და დასკვნებს, რაც გააკეთეს საკითხის დამუშავების პროცესში, ისევე, როგორც სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს. ყველა სტუდენტისათვის სავალდებულოა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში მიგრაციისა და მასთან დაკავშირებით გლობალურად არსებული ინსტრუმენტების გარშემო. სტუდენტები აანალიზებენ მიგრაციის კუთხით არსებულ მდგომარეობას, იმ პრობლემებს, რაც ამ სფეროში არსებობს.   

პროფესორი შესაძლოა იყენებდეს ზემოთჩამოთვლილ ერთ, რამდენიმე ან სხვა მეთოდებს კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე.

 

  1. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა: შეფასების ზოგადი წესი:

სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულიანი სისტემით;

კრედიტის მისაღებად საჭირო მინიმალურ შეფასებას წარმოადგენს 51 ქულა;

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შემდეგი სქემით:

ქულები

შეფასება

91-100

ფრიადი, A

81-90

ძალიან კარგი, B

71-80

კარგი, C

61-70

დამაკმაყოფილებელი, D

51-60

საკმარისი, E

41-50

ვერ ჩააბარა, FX

0-40

ჩაიჭრა, F

 

სამაგისტრო ნაშრომის შეფასება

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება კომისიის მიერ 100 ქულის ფარგლებში შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

  • ტექსტის შესაბამისობა სათაურთან (10 ქულა);
  • შესავალი და ნაშრომის სტრუქტურა (10 ქულა);
  • დასკვნა (10 ქულა);
  • საკუთარი აზრი (10 ქულა);
  • აზრის ფორმირების სტილი (10 ქულა);
  • ციტირების ტექნიკა (10 ქულა).
  • კვლევის შედეგების პრეზენტაცია (10 ქულა);
  • აქტუალური პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარი (10 ქულა);
  • სიახლის დასაბუთება (10 ქულა);
  • საკუთარი პოზიციის დაცვა, შეკითხვებზე პასუხი (10 ქულა);

სამაგისტრო ნაშრომი დაცულად ჩაითვლება მაგისტრანტის მიერ სულ მცირე 51 ქულის მიღების შემთხვევაში.

  1. პროგრამის სტრუქტურა.

სასწავლო გეგმა:

იმისათვის, რომ სტუდენტს მიენიჭოს მიგრაციის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, მან უნდა დააგროვოს 120 კრედიტი ორი წლის განმავლობაში ოთხ სემესტრზე გადანაწილებით. სასწავლო კომპონენტისათვის განკუთვნილი 90 კრედიტიდან 66  კრედიტი არის სავალდებულო საგნებისათვის, 24 კრედიტი – არჩევითი საგნებისათვის, მათ შორის 12 კრედიტი – პრაქტიკისთვის,[1] ხოლო დარჩენილი 30 ეთმობა სამაგისტრო ნაშრომს.

სტუდენტებს ეძლევათ არჩევანის თავისუფლება მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასარჩევი კომპონენტებიდან სრულად აიღებენ სასწავლო კურსებს, თუ უპირატესობას მიანიჭებენ პრაქტიკულ კომპონენტს, ისეთს, როგორიცაა საქმიანობა შესაბამის უწყებებში. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საგნების ჩამონათვალი

აქვს მიგრაციის სფეროსთან დაკავშირებული ღრმა, სპეციალიზირებული ცოდნა, რაც საშუალებას იძლევა ინტერდისციპლინური კვლევების კონტექსტში კრიტიკულად გააცნობიეროს ორიგინალური იდეები

უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით აფასებს მიგრაციის სფეროში არსებულ კომპლექსურ პრობლემებს და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს.

მიგრაციის სფეროში უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია რთული ან არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი და ინოვაციური სინთეზი.

აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას გადასცემს მიგრაციის სფეროში საკუთარ სამართლებრივ, ეკონომიკურ თუ სოციალურ–პოლიტიკური ხასიათის დასკვნებსა და არგუმენტაციას;

 

შეუძლია კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური გარემოს მართვა.

აანალიზებს მიგრაციის სფეროში აქტუალურ ღირებულებებს, აფასებს სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შედეგებს, შეუძლია ავტონომიურად სწავლისათვის საჭირო ეფექტური მეთოდების გამოყენება.

კვლევის მეთოდოლოგია

მარიამ ჭუმბურიძე

P

P

 

საერთაშორისო ეკონომიკა და მიგრაცია

მერაბ კაკულია, ივანე ცერცვაძე

D/P

D/P

 

საერთაშორისო საჯარო სამართალი

თამარ ალექსიძე

D

D

D

თანამედროვე საჯარო მმართველობა

ნინო დოლიძე

D

D

 

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია

თორნიკე შარაშენიძე, ბაკურ კვაშილავა

D

D

D

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

ქეთევან შუბაშვილი

D

D

D

მიგრაციის მართვის აქტუალური სამართლებრივი პრობლემები

ქეთევან ხუციშვილი

D

D

 

ბრძოლა ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

ქეთევან ხუციშვილი

D

D

D

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამართლის როლი მიგრაციის მართვაში

ნინო ფარსადანიშვილი

D

D

 

საზღვრის მართვა

ნიკოლოზ სამხარაძე

D

D

 

სტატისტიკა

მიხეილ ნიკოლაიშვილი

D/P

D/P

 

სამაგისტრო ნაშრომი

M

M

M

 

საგნების სრული ჩამონათვალი:

საგნის დასახელება

ძირითადი ან არჩევითი

საგნები / კურსები

სასწავლო კურსებს წინაპირობა არ აქვთ

კრედიტი

კრედიტების განაწილება

                          სემესტრი

I

II

III

IV

1.

კვლევის მეთოდოლოგია

მარიამ ჭუმბურიძე

ძირითადი

6

6

 

 

 

2.

საერთაშორისო ეკონომიკა და მიგრაცია

მერაბ კაკულია, ივანე ცერცვაძე

ძირითადი

6

6

 

 

 

3.

საერთაშორისო საჯარო სამართალი

თამარ ალექსიძე

ძირითადი

6

6

 

 

 

4.

თანამედროვე საჯარო მმართველობა

ნინო დოლიძე

ძირითადი

6

6

 

 

 

5.

შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში

თორნიკე შარაშენიძე, ბაკურ კვაშილავა

ძირითადი

6

6

 

 

 

6.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

ქეთევან შუბაშვილი

ძირითადი

6

 

6

 

 

7.

მიგრაციის მართვის აქტუალური სამართლებრივი პრობლემები

ქეთევან ხუციშვილი

ძირითადი

6

 

6

 

 

8.

ბრძოლა ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

ქეთევან ხუციშვილი

ძირითადი

6

 

6

 

 

9.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამართლის როლი მიგრაციის მართვაში

ნინო ფარსადანიშვილი

ძირითადი

6

 

6

 

 

10.

საერთაშორისო ორგანიზაციები

ლევან მაჭავარიანი

არჩევითი

6

 

6

 

 

11.

ევროკავშირის საგარეო სამიგრაციო პოლიტიკა

ივანე ჩხიკვაძე

არჩევითი

6

 

 

6

 

12.

ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვა

ქეთევან ხუციშვილი

არჩევითი

6

 

 

6

 

13.

საზღვრის მართვა რეგიონული ხედვა

ნიკოლოზ სამხარაძე

ძირითადი

6

 

 

6

 

14.

ეროვნული უმცირესობების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები

ირინე ქურდაძე

არჩევითი

6

 

 

6

 

15.

სტატისტიკა

მიხეილ ნიკოლაიშვილი

ძირითადი

6

 

6

 

 

16.

პრაქტიკა

არჩევითი

12

 

 

12

 

17.

არჩევითი კურსი სამაგისტრო პროგრამიდან (თავისუფალი კრედიტი)[2]

არჩევითი

6

 

 

6

 

18.

სამაგისტრო ნაშრომი

სავალდებულო

 

 

 

 

30

 

სწავლის შედეგების რუკა:

       შედეგი

 

 

საგანი

ცოდნა და გაცნობიერება

უნარები

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

კვლევის მეთოდოლოგია

X

X

 

სტატისტიკა

X

X

 

საერთაშორისო ეკონომიკა და მიგრაცია

X

X

 

საერთაშორისო საჯარო სამართალი

X

X

X

თანამედროვე საჯარო მმართველობა

X

X

 

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია

X

X

X

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

X

X

X

მიგრაციის მართვის აქტუალური სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემები

X

X

 

ბრძოლა ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

X

X

X

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამართლის როლი მიგრაციის მართვაში

X

X

 

საერთაშორისო ორგანიზაციები

X

X

X

ევროკავშირის საგარეო სამიგრაციო პოლიტიკა

X

X

 

ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვა

X

X

 

ეროვნული უმცირესობების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები

X

X

 

საზღვრის მართვა

X

X

 

პრაქტიკა

X

X

X

სამაგისტრო ნაშრომი

X

X

X

 

პროგრამის სწავლის შედეგების სამიზნე ნიშნულები

სრული პროგრამული ციკლის დასრულების შედეგების საფუძველზე ფასდება პროგრამული შედეგები. პროგრამის შედეგებისთვის ნიშნულების შეფასება ხდება სამაგისტრო ნაშრომის მიხედვით.

 

ქვემოთ მოყვანილი ცხრილის ინტერპრეტირება არის შემდეგი: პროგრამის შედეგები ფასდება სამაგისტრო ნაშრომის შედეგებით. სამიზნე ნიშნული კი მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტების კონკრეტული რაოდენობა ფასდება ცხრილში აღნიშნული დადებითი შეფასებით.

 

აქვს მიგრაციის სფეროსთან დაკავშირებული ღრმა, სპეციალიზირებული ცოდნა, რაც საშუალებას იძლევა ინტერდისციპლინარული კვლევების კონტექსტში კრიტიკულად გააცნობიეროს ორიგინალური იდეები

უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით აფასებს მიგრაციის სფეროში არსებულ კომპლექსურ პრობლემებს და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს.

მიგრაციის სფეროში უახლოეს მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია რთული ან არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი და ინოვაციური სინთეზი.

აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას გადასცემს მიგრაციის სფეროში საკუთარ სამართლებრივ, ეკონომიკურ თუ სოციალურ–პოლიტიკური ხასიათის დასკვნებსა და არგუმენტაციას;

 

შეუძლია კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური გარემოს მართვა.

აანალიზებს მიგრაციის სფეროში აქტუალურ ღირებულებებს, აფასებს სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შედეგებს, შეუძლია ავტონომიურად სწავლისათვის საჭირო ეფექტური მეთოდების გამოყენება.

 

სამიზნე ნიშნული ქულები

სამიზნე ნიშნული სტუდენტები

სამაგისტრო ნაშრომი

30%

 

40%

30%

71%

60%

სამაგისტრო ნაშრომი დაცულად ითვლება თუ სტუდენტი დააგროვებს სულ მცირე 51 ქულას კომისიის წინაშე დაცვის კომპონენტებში.

საგნების სილაბუსები: (იხ. დანართი)

  1. პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან ალექსიძე.

XII. პროგრამაში მონაწილე პროგრამაში მონაწილე ადამიანური რესურსები: ადმინისტრაცია 2 თანამშრომელი, 16 პროფესორი.

XIII. სამეცნიერო კვლევის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: მიგრაციის კომპეტენციის ცენტრს აქვს ახლად გარემონტებული 252 კვ. მეტრის ფართი, ორი საკლასო ოთახით, საკონფერენციო ოთახით, ბიბლიოთეკით, სადაც დაცულია სამეცნიერო ლიტერატურა (1400 ერთეული) და სამი კაბინეტით. სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისათვის ასევე გამოყენებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რესურსები.

XIV. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა: სამაგისტრო პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. პროგრამა ფინანსდება ასევე, სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურით. ამასთან პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ერასმუსის გრანტის ხელშეწყობით, რომლის ბიუჯეტი თსუ-სა და ჯიპასთვის შეადგენს ჯამურად 156,028.00 ევროს. აღსანიშნავია, რომ თსუ-ს ყოველწლიურ ბიუჯეტში წარმოდგენილია კონკრეტული თანხა (ადმინისტრაციის ხელფასები) აღნიშნული პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფისათვის.

 

[1] პრაქტიკული კომპონენტი მეტწილად განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის, ვინც არ არის დასაქმებული სპეციალობით და დაინტერესებულია, რომ მიგრაციის სფეროში დაიგროვოს პრაქტიკული გამოცდილება.  

[2] რამდენადაც პროგრამა ინტერდისციპლინურია, შესაძლოა სტუდენტის კვლევითი ინტერესი დაუკავშირდეს რომელიმე სხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ სასწავლო კურსს. ამ შესაძლებლობის გათვალისწინება ხდება აღნიშნული შეთავაზებით.